მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
2017 წლის 2 მარტს ,მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის კლუბ ’’ ბალავარის და ლიტერეტურული სალონის მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია თემაზე „ არა მოზარდის დანაშაულსა და ძალადობას ’’ .დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა,ლუკა და თორნიკე ქათამაძეებმა.შეხვედრაზე განიხილეს ის დანაშაულებრივი საკითხები ,რაც საზოგადოებაშია აქტუალური.დისკუსიის დროს გამოიკვეთა ბავშვთა უფლებები,მოზარდთა და საზოგადოების წარმომადგენელთა დამოკიდებულება ძალადობის მიმართ. ღონისძიებაში მონაწილებდნენ აჭარის განათლების ,კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ,დემოკრატიის ინსტიტუტის ,ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონალური ორგანიზაციის, ბათუმის განათლების რესურსცენტრის, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის წარმომადგენლები,სოციოლოგები და ბავშვთა ფსიქოლოგები.
მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola