მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური

042 253400

სკოლის მისია

მისია

ჩვენი სკოლის მისიაა უსაფრთხო, პოზიტიური და მასტიმულირებელი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც სწავლა საინტერესო თავგადასავალია წარმატების მისაღწევად. მოსწავლეებსა და პროფესიულ სტუდენტებს ვუნერგავთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარს, ვეხმარებით გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ. პრიორიტეტულია არაფორმალური განათლება, ბუნებრივი პირობების დაცვა და დემოკრატიული ფასეულობების ამაღლება. განვახორციელებთ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი, თანამედროვე გამოწვევების მიმღები, პროგრესულად მოაზროვნე პროფესიული სტუდენტის უწყვეტ განათლებას.

ხედვა

ჩვენი ხედვაა, კონსტრუქციული თანამშრომლობითა და პასუხისმგებლობით, ხელი შევუწყოთ მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის წარმატებას, რაც გამოიხატება აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაში, კრიტიკული აზროვნების, დამოუკიდებელი პროექტების ხარისხის ამაღლებაში, სასკოლო აქტივობებში ჩართულობასა და კურსდამთავრებულთა დასაქმების/სწავლის გაგრძელების მაჩვენებლის ზრდაში. ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც აქტიური სწავლებით მოსწავლები/პროფესიული სტუდენტები იძენენ საჭირო უნარებს საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისთვის.

ღირებულებები

ჩვენი სკოლის ღირებულებები განმსაზღვრელია თითოეული მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის წარმატებისა და ჰარმონიული განვითარებისთვის; ეფუძნება უსაფრთხოებასა და განათლების მაღალ ხარისხს, რასაც უზრუნველყოფს პედაგოგების კომპეტენტურობა და თანამედროვე მიდგომებისა და ინოვაციების დანერგვა სწავლებაში. ჩვენ ვზრუნავთ კონკურენტუნარიანი, პატრიოტი მოქალაქის აღზრდაზე, რომელიც მზად იქნება გლობალურ პროცესებში ინტეგრაციისთვის, ხელს ვუწყობთ საზოგადოების მაღალ ჩართულობასა და პოზიტიურ ურთიერთობას მშობლებთან. ჩვენი სამუშაო პრინციპებია: კოლეგიალობა და გუნდური მუშაობა, სამართლიანობა და თანასწორობა, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური

მობ: (0422) 25 34 00

ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge

Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola

მინი ფოტო გალერეა

მდებარეობა რუკაზე