მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
მიმდინარე სასწავლო წლის 16 ივნისს სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #2 საჯარო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ხათუნა ხალვაშმა კოლეგებს წარუდგინა მის მიერ განხორციელი ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევის შედეგები. კვლევა - “წიგნიერება დაწყებით და საბაზო საფეხურზე და მისი განვითარების გზები”- მიზნად ისახავდაკითხვისუნარ - ჩვევისდასამკვიდრებლად სტრატეგიების, შეფასებისფორმებისადამეთოდებისშერჩევა-განხორციელებას.
საგულისხმო და საინტერესო აღმოჩნდა მასწავლებლებისთვის ცხრილებით, დიაგრამებითა და ნარატიულად წარმოდგენილი მონაცემები: წიგნიერების უნარის შემოწმება - ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაციის პოვნა; უშუალო დასკვნების გამოტანა;აზრებისა და ინფორმაციის ინტერპრეტაცია საკუთარ ცოდნასთან ინტეგრირების საფუძველზე; ტექსტის ენის შეფასება და მხატვრული ხერხების გააზრება.
სკოლაში არსებული ვითარების შესწავლამ ცხადყო, რომ კითხვა ყველა სასწავლო საგნის მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომლის დაუფლებისთვის მიმდინარეობს საინტერესო მუშაობა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში კითხვით მისაღწევი შედეგების განსაზღვრა და ერთ საგანში მიღებული უნარისა და ცოდნის სხვა საგანში გაცნობიერებული გამოყენება არ ხდება. აღინიშნა რომ ,კვლევის ინტერვენციის საყურადღებო შედეგის მიუხედავად , წიგნიერბის პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა მისი სათანადოდ გაცნობიერება და კითხვა-წერის სტრატეგიების აქტიურად გამოყენება თითოეული საგნის საგაკვეთილო თუ კლასგარეშე საქმიანობაში. გამოიხატა კმაყოფილება , რომ გავაუმჯობესეთ შედეგი, რომ პრობლემის აღმოჩენით, კვლევით, ინტერვენციით სასურველ შედეგზე გავალთ.
კოლეგებმა გამოთქვეს მზაობა, რომ სამომავლოდ ერთად დაიგეგმოს პედაგოგიური კვლევები და ურთიერთგამოცდილების გაზიარების მიზნით, დააკვირდებიან ერთმანეთის საგაკვეთილო პროცესებს. შემოთავაზებული აქტივობების პრაქტიკაში დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შედეგზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების ხარისხს.
აქვე აღინიშნა, რომ გასაზიარებელია, აგრეთვე, გამოცდილება, მიღებული ხათუნა ხალვაშის მიერ მიმდინარე სასწავლო წელს ჩატარებული სამოდელო გაკვეთილებიდან, რესურსების შექმნისა თუ სხვა განხორციელებული აქტივობებიდან.
|
№ |
აქტივობები |
ქულა |
|
სამოდელო გაკვეთილი
|
1 1 1 1 |
|
|
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა - “წიგნიერება დაწყებით და საბაზო საფეხურზე და მისი განვითარების გზები“ |
3 |
|
|
სასწავლო რესურსი:
|
1 1 |
|
|
კონფერენციაშიმომხსენებლადმონაწილეობა - “გამოცდილება ეფექტურად მოვახმაროთ პედაგოგიური კადრების მომზადებას” |
1 |
|
|
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
|
1 1 |
|
|
პროფესიული განვითარების ფასილიტატორი: 2015-2016 ს/წ 2016-2017 ს/წ |
1 2 |
|
|
ტრენინგის გავლა:
|
0,5 0,5 0,5 0,5 |
|
|
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (USAID G-PRIED)კითხვის ფასილიტატორი/ქოუჩი: 2015-2016 ს/წ 2016-2017 ს/წ |
4 2 |
|
|
ძველი სქემით |
9 |
|
|
9/23 |
||
მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola