მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
,,მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი!“ ამ დევიზით სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მე–4 კლასის მოსწავლეებმა სააქტო დარბაზში წარმოადგინეს მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი მხატვრულ–ლიტერატურული ღონისძიება (კლასის დამრიგებელი – მადონა ავალიანი, აღმზრდელი – მაკა კოჩალიძე). მე–4 კლასის აღსაზრდელები მიესალმნენ და მასწავლებელთა დღე მიულოცეს დარბაზში მსხდომ მასწავლებლებს. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდა ლექსი, სიმღერა, ცეკვა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ხატია ჯავახიასა და ელენე მახარაძის მიერ შესრულებულმა სახუმარო ცეკვამ. მოსწავლეებსა და დარბაზში მსხდომთ მიესალმა სკოლის დირექტორი ბატონი სერგო ხოზრევანიძე, მან ისაუბრა მასწავლებლის როლის შესახებ მომავალი პიროვნების აღზრდა–ჩამოყალიბების საქმეში. მოიწონა მეოთხე კლასელთა ინიციატივა და უსურვა წარმატებები.
მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola