მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური

042 253400

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა -,,რატომ აქვთ მოსწავლეებს დაბალი შეფასებები შემაჯამებელ სამუშაოში მიმდინარე აკადემიურ შედეგებთან შედარებით“

მიმდინარე სასწავლო წლის 1 ივნისს, სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #2 საჯარო სკოლისმათემატიკისმასწავლებელმა ნარგიზ მამულაძემ კოლეგებს წარუდგინა მის მიერ განხორციელი მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შედეგები. კვლევა თემაზე -,,რატომ აქვთ მოსწავლეებს დაბალი შეფასებები შემაჯამებელ სამუშაოში მიმდინარე აკადემიურ შედეგებთან შედარებით“.ნარგიზ მამულაძის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველი მეშვიდე კლასის მოსწავლეების მიდგომაა  შემაჯამებელი დავალებისადმი. მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი უინტერესოდ ან არასრულად ასრულებდნენ შემაჯამებელ დავალებას. ზოგიერთი მოსწავლის შესრულებული დავალება კი დაბალი შედეგებით ფასდებოდა. მასწავლებელმა ნარგიზ მამულაძემ დაიწყო ფიქრი იმის შესახებ, თუ რა დოზით უნდა იქნეს მოსწავლეებისთვის მიცემული შემაჯამებელი დავალება და რა შინაარსის ან რა ფორმის უნდა იყოს იგი. ეს კითხვები გახდა კვლევის საფუძველი .

ლიტერატურის დამუშავების შემდეგ კვლევაში აქტიურად ჩართო კოლეგებიც. მოისმინა მათი მოსაზრებები, დაინტერესდა თუ როგორ დავალებებს აძლევდნენ ისინი მოსწავლეებს შემაჯამებელ დავალებაში, აკეთებდნენ თუ არა წერილობით განმავითარებელ კომენტარებს და რა სიხშირით. რამდენად ეფექტური იყო დიფერენცირებული დავალებების მიცემა და რა დამხმარე რესურსებს იყენებდნენ ისინი. ასევე მოახდინა მოსწავლეთა კითხვარით გამოკითხვა და ყოველივე ამის საფუძველზე დაგეგმა და განახორციელა სხვადასხვა ინტერვენციები. მათემატიკის მასწავლებელმა ნარგიზ მამულაძემ კოლეგებს გააცნო კვლევა და მისი შედეგები. მოახდინა კვლევის პრეზენტაცია, სადაც ესწრებოდნენ მეშვიდე კლასის მოსწავლეებიც. კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების გათვალისწინებით, ასევე ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით შექმნილ დავალებებზე აგებული და დიფერენცირებული თეორიის გამოყენებით დაგეგმილი შემაჯამებელი სამუშაოები ყოველთვის იძლევა სასურველ შედეგს. შესაბამისად მაღალია მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერაქცია.მასწავლებლებმა ნათლად დაინახეს შედეგები, ასევე გაესაუბრნენ მოსწავლეებს, რომლებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მათთვის შემაჯამებელი დავალების სრულფასოვნად შესრულება პრობლემას აღარ წარმოადგენდა. ისინი ხალისით მუშაობდნენ. პრეზენტაციის დროს მასწავლებლებიდან გაიჟღერა სხვადასხვა იდეებმაც.

სასარგებლო ბმულები

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური

მობ: (0422) 25 34 00

ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge

Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola

მინი ფოტო გალერეა

მდებარეობა რუკაზე