მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
მიმდინარე სასწავლო წლის 13ივნისს, სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #2 საჯარო სკოლისმათემატიკისმასწავლებელმა მადლენა გაბაიძემ კოლეგებს წარუდგინა მის მიერ განხორციელი მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შედეგები. კვლევა თემაზე: ,,მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა მათემატიკის გაკვეთილზე“. მადლენა გაბაიძის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველი მერვე კლასის მოსწავლეების მიდგომაა გაკვეთილზე ცართულობისადმი. მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი უინტერესოდ, ან ნაკლები ყურადღებოთ უსმენს გაკვეთილს, ან ნაკლებად ერთვება მის მასწავლებელმა მადლენა გაბაიძემ დაიწყო ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახერხოს მოსწავლეთა სრული დაინტერესება გაკვეთილზე ჩართულობის მიზნით. ეს კითხვები გახდა კვლევის საფუძველი .
ლიტერატურის დამუშავების შემდეგ კვლევაში აქტიურად ჩართო კოლეგებიც. მოისმინა მათი მოსაზრებები, დაინტერესდა თუ როგორ ახერხებდნენ ისინი გაკვეთილზე მოსწავლეთა სრულ ჩართულობას. რამდენად ეფექტური იყო მასწავლებლის მიერ მიცემული შესასრულებელი დავალება და რა დამხმარე რესურსებს იყენებდნენ ისინი. ასევე მოახდინა მოსწავლეთა კითხვარით ტესტური გამოკითხვა და ყოველივე ამის საფუძველზე დაგეგმა და განახორციელა სხვადასხვა ინტერვენციები. მათემატიკის მასწავლებელმა მადლენა გაბაიძემ კოლეგებს გააცნო კვლევა და მისი შედეგები. მოახდინა კვლევის პრეზენტაცია, სადაც ესწრებოდნენ მერვე კლასის მოსწავლეებიც . მასწავლებლებმა ნათლად დაინახეს შედეგები, ასევე გაესაუბრნენ მოსწავლეებს, რომლებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მათთვის გაკვეთილზე ჩართულობა პრობლემას აღარ წარმოადგენდა. ისინი საგაკვეთილო პროცესში ხალისით მუშაობდნენ. პრეზენტაციის დროს მასწავლებლებიდან გაიჟღერა სხვადასხვა იდეებმაც.
მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola