მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური

042 253400

რა გავლენას ახდენს ტექსტის გაგება-გააზრებაზე ლექსიკური მარაგის სიმწირ

სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა მადონა ავალიანმა კოლეგებს გააცნო მის მიერ მეოთხე კლასში განხორციელებული საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შედეგები.კვლევის თემა იყო ,,რა გავლენას ახდენს ტექსტის გაგება-გააზრებაზე ლექსიკური მარაგის სიმწირე“.

მასწავლებელს ნაშრომში კარგად აქვს ჩამოყალიბებული კვლევის მიზანი და მისი გადაჭრისათვის შერჩეული სტრატეგიები. მის მიერ ჩატარებული მუშაობა მოიცავს პერიოდს 2017-2018 სასწავლო წლის ნოემბერ-ივნისის თვეებს. კვლევის პერიოდში მ. ავალიანი აწარმოებდა მონიტორინგს და მიღებულ შედეგს ადარებდა წინა შედეგებს. მასწავლებელმა შეარჩია საინტერესო მეთოდები და სტრატეგიები, რის შედეგადაც მან საგრძნობლად აამაღლა სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება-გააზრების უნარ-ჩვევები მოსწავლეებში და დაასაბუთა, რომ ლექსიკური მარაგის გამდიდრება დადებითად აისახება მხატვრული თუ ინფორმაციული ტექსტის გაგება-გააზრებაზე.

მასწავლებელს მუშაობაში ჩართული ჰყავდა მოსწავლეთა მშობლები და კოლეგები. კოლეგებისაგან იღებდა უკუკავშირს. მან მიაღწია დასახულ მიზანს.

ჩემი ბლოგის მისამართი 

madonakvleva.blogspot.com

სასარგებლო ბმულები

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური

მობ: (0422) 25 34 00

ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge

Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola

მინი ფოტო გალერეა

მდებარეობა რუკაზე