მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ,,სწავლის მოტივაციის ამაღლება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე VIII კლასში“
მიმდინარე 2018-2019 სასწავლო წლის 12 ივნისს სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა მანანა კოჩაძემ კოლეგებს წარუდგინა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შედეგები თემაზე: ,,სწავლის მოტივაციის ამაღლება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე VIIIკლასში“.
კვლევის მიზანი იყო ხელოვნების გაკვეთილზე VIII კლასის მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზების დადგენა, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისათვის შესაბამისი სტრატეგიების და მეთოდების შერჩევა, ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღებული შედეგების შეფასება, ანალიზის საფუძველზე ისეთი რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც აამაღლებდა მოტივაციას მოსწავლეებში და აკადემიურ შედეგებს გააუმჯობესებდა.
მასწავლებელმა კვლევა განახორციელა 2018 წლის 5 ოქტომბრიდან 2019 წლის 5ივნისამდე. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კვლევა მოიცავდა შესაბამის ეტაპებს: ლიტერატურის დამუშავება, პრობლემის მოკვლევა, სამიზნე ჯგუფის შერჩევა, მეთოდოლოგიის შემუშავება და გამოყენება, მონაცემების შეგროვება,ანალიზი, ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება, დასკვნების და რეკომენდაციების ჩამოყალიბება.
კვლევაზე მუშაობა საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ინტერვენციებმა დადებითი შედეგი გამოიღო - გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია.
მასწავლებლის მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებისათვის საინტერესო აღმოჩნდა.
Linki https://drive.google.com/file/d/1bxCrpBCUh9XOOP3-skGtTEg4WBCsrRGV/view
მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola