მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაებნენ Izrune.ge-ს მიერ შემოთავაზებულ პროექტში (კლასის დამრიგებელი მადონა ავალიანი). ყველა მოსწავლემ გამოთქვა პროექტში მონაწილეობის სურვილი. ისინი სისტემატიურად ასრულებდნენ ზაფხულის განმავლობაში სავარჯიშო ტესტებს. ამგვარმა მეცადინეობამ საგრძნობლად აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია, მათ მოუხდათ ბევრი საკითხის გარშემო ინფორმაციის მოძიება და ცოდნის დონის გაუმჯობესება.
უმაღლესი შეფასება და ,,ოქროს სიგელი“ დაიმსახურეს შემაჯამებელ ტესტირებაში ოცდაშვიდ ოქტომბერს მეორე კლასის მოსწავლეებმა: ალექსანდრე შაინიძემ, დავით დოლიძემ და სანდრო შარაშიძემ. მათ ასახელეს სკოლა, კლასი, ოჯახი.
ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და კვლავაც გამარჯვებას ვუსურვებთ.
მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola