მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური

042 253400

გამოფენა

     2021-2022 ს/წლის მაისის თვეში სკოლაში ჩატარდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნა, მოტივაციის ამაღლება და სწრაფვა შემოქმედებითი თვითგამოხატვისაკენ.

   მოსწავლეები გამოფენაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. სურვილისამებრ შექმნეს და წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებული სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები: პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი და ა.შ. გამოიყენეს სასურველი სახატავი მასალა (უბრალო/ფერადი ფანქრები, გუაში, აკვარელი, პასტელი).

   გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს და საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს სსსმ მოსწავლეებმა.

   ჩატარებული ღონისძიება საინტერესო იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე ჩემი კოლეგებისთვისაც. მოსწავლეებმა გამოფენისთვის მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს, გამოავლინეს შემოქმედებითი ნიჭი, შესაძლებლობები და უნარები.

 

1 a2 b3 a4 b5 b6 a7 b

სასარგებლო ბმულები

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური

მობ: (0422) 25 34 00

ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge

Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola

მინი ფოტო გალერეა

მდებარეობა რუკაზე