მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური

042 253400

კრივის ჩემპიონატი

საქართველოს ჩემპიონატი უფროსი ასაკისა და ახალგაზრდა ასაკის მოკრივეთა შორის

     23-27 თებერვალს, ბათუმის ახალ სასპორტო სკოლაში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი უფროსი ასაკისა და ახალგაზრდა ასაკის მოკრივეთა შორის. აჭარის ნაკრების შემადგენლობაში 25 მოკრივეა, 20 ვაჟი და 5 გოგონა. ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაკომპლექტდა საქართველოს ნაკრები, რომელიც მარტში ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. მათ შორისაა სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა ბეშლიოღლი, რომელმაც საქართველოს 2022 წლის ჩემპიონატზე ახალგაზრდა ასაკის მოკრივეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის სახელით დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და თასით.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი წარმატებებს უსურვებს ლუკას. წინ ბევრი წარმატება და დაუღალავი შრომაა.

 

krivi

სასარგებლო ბმულები

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური

მობ: (0422) 25 34 00

ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge

Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola

მინი ფოტო გალერეა

მდებარეობა რუკაზე