მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური

042 253400

ლიტერატურული კონკურსი „ზღვაური -2022“

2022 წლის 11 დეკემბერს დასრულდა ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „ზღვაური -2022."
ახალგაზრდა პოეტებისა და მწერლების დაჯილდოვების ცერემონია ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.
„ზღვაური 2022-ში'' მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონიდან მიიღეს. კონკურსი სამი თვის წინ გამოცხადდა. ფინალისტებს შორის წელს ყველაზე მეტი, 120 კონკურსანტი მოხვდა. გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ ისე გამოავლინა, რომ მათ არ იცოდნენ ვინ იყო ნაწარმოების ავტორი.
პირველი ადგილის, ოქროს დიპლომის მფლობელი გახდა შარაშიძე რეზო- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. ფინალისტის დიპლომით დაჯილდოვდა აგრეთვე მარიამ ძნელაძეც. ისინი ინტელექტკლუბი ,,ლამპარის'' წარმატებული, მიზანდასახული და გამორჩეული წევრები არიან. (კლუბის მეურვე ვარდო ხოზრევანიძე)
სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ვულოცავთ რეზოს და მარიამს ამ დიდ გამარ318378362 3363687760541686 8548054915962612017 nჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ შემოქმედებით გზაზე.

სასარგებლო ბმულები

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური

მობ: (0422) 25 34 00

ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge

Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola

მინი ფოტო გალერეა

მდებარეობა რუკაზე