მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური

042 253400

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე

https://www.etaloni.ge/geo/main/index/83265

1 თებერვალი, წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე აღწევს. საქართველოში ეს დღე 2016 წლიდან აღინიშნება.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომლის სლოგანი იყო: ,,წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები!''....
ღონისძიებების მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეების წიგნის კითხვის პოპულარიზაციას. აამაღლოს სკოლაში წიგნიერების დონე, განუვითაროს მოსწავლეს კრიტიკული აზროვნების, მსჯელობის, წაკითხულის გააზრების უნარი.
შეხვედრა ძალიან თბილ, მეგობრულ ვითარებაში წარიმართა, მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია ნაწარმოებებში წამოჭრილ პრობლემებზე, ისაუბრეს როგორც ტექსტზე, ასევე გაიხსენეს სხვა ნაწარმოებები და მოიყვანეს ცხოვრებისეული მაგალითები.
შეხვედრაში ჩართული იყვნენ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის პედაგოგები, (ვარდო ხოზრევანიძე, ხათუნა ხალვაში, მანანა ნაცვლიშვილი). სკოლის ადმინისტრაცია და დირექციის წარმომადგენლები.

328025545 549106947274640 494001133810110334 n

 

 

სასარგებლო ბმულები

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური

მობ: (0422) 25 34 00

ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge

Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola

მინი ფოტო გალერეა

მდებარეობა რუკაზე