მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური

042 253400

,,პროფესიული ორიენტაცია" ფარგლებში, მოეწყო სხვადასხვა აქტივობები

პროფესიული ორიენტაცია


2023 წლის 2-5 მაისს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული სამ დღიანი ბანაკის, ,,პროფესიული ორიენტაცია" ფარგლებში, მოეწყო სხვადასხვა აქტივობები.
პირველ დღეს, Საინფორმაციო ტრენინგი გაიმართა ,,პროფესიის არჩევის" შესახებ, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი- ქეთევან ბერიძე წარუძღვა.
მონაწილე ახალგაზრდები გაეცნენ ინფორმაციას სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მნიშვნელობის შესახებ.
მეორე დღე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასვლით აქტივობებს დაეთმო. მონაწილე აბიტურიენტებს რექტორმა - მერაბ ხალვაშმა, უნივერსიტეტში სწავლის პირობები, საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო და მომავალ სტუდენტებს წარმატებები უსურვა. ახალგაზრდებმა ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პროფესიული კლინიკები, ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა დაათვალიერეს. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, სადემონსტრაციო ცდები ჩაატარეს იმუნოგენეტიკის, ქიმიის, კრიმინალისტიკის, სინქრონული თარგმანის ლაბორატორიებში, იმყოფებოდნენ სასამართლო პროცესების საიმიტაციო დარბაზში.
მესამე დღეს, ახალგაზრდობის ცენტრში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, ახალგაზრდებს შეხვდა და პროფესიის არჩევის შესახებ ესაუბრა.
პროექტში ჩართული იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 27 აბიტურიენტი. მათ შორის იყვნენ სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა: ლიზი დიდმანიძე, მარიამ ძნელაძე და მამუკა ქამაშიძე. ბანაკის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.

PROFESIULI 1PROFESIULI 2PROFESIULI 3

სასარგებლო ბმულები

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური

მობ: (0422) 25 34 00

ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge

Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola

მინი ფოტო გალერეა

მდებარეობა რუკაზე