მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
დედაენის სიწმინდის დაცვის კვირეული
სალიბაურის მე-2 საჯარო სკოლაში დედაენის სიწმინდის დაცვას კვირეული მიეძღვნა. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებმა სამივე საფეხურზე ჩაატარეს მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები: ინოვაციური გაკვეთილები, კონკურსები და ონლაინვიქტორინები, კონფერენცია, დებატები და ლიტერატურული კომპოზიცია.
პირველკლასელებმა დიაგნოსტიკურ კითხვაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, მეორეკლასელებმა თავი მოიწონეს მოწვეული სტუმრებისა და მშობლების თვალწინ მხატვრული კითხვითა და ცეკვა-სიმღერით, დიდ თეატრში მიღებული შთაბეჭდილებები მესამე კლასის მოსწავლეებმა გადმოსცეს პლაკატების, სქემებისა და პრეზენტაციების სახით. IV კლასში ,,მკითხველის თეატრში" პატარა ,,მსახიობებმა" იცეკვეს, იმღერეს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს თეატრალიზებული დადგმა 'ნატვრისთვალი გოგებაშვილის მოთხრობებში". დასამახსოვრებელი იყო მეხუთეკლასელთა შესანიშნავი დეკლამაცია, მოსწავლეები ჩაუღრმავდნენ გამომეტყველებითი კითხვის ნიუანსებს, მეექვსეკლასელებმა ცოდნის ორგანიზება საინტერესოდ წარმოადგინეს პორტფოლიოს სახით. საბაზო და საშუალო საფეხურზე მასწავლებელთა ფასილიტაციით მოსწავლეებმა გააანალიზეს ლიტერატურული ტექსტები, განაზოგადეს ცოდნა მშობლიური ენის, დამწერლობის განვითარების საფეხურების შესახებ. გააცნობიერეს, რა როლს ასრულებდა ენა სხვადასხვა ეპოქაში, გამოხატეს თვალსაზრისი, დაწერეს ჩანახატები, ესეები, საკონფერენციო მოხსენებები; შთამბეჭდავი იყო მოსწავლეთა არტისტიზმი ლიტერატურულ თეატრში, კრიტიკული და ანალიტიკური უნარების რეალიზება ინტელექტკონკურსსა და სასწავლო კონფერენციაში.
კოლეგებისთვის ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა გამოცდილების გაზიარება აქტუალურ საკითხებზე, განსაკუთრებით კი გამარჯვებული პროექტის „სპექტაკლი რესურსოთახში" განხორციელების ეტაპები.
ვფიქრობ, ამ დღეებით მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს გაჰყვებათ მოსწავლეებსა და მასწავლებელს.






მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola