18 მარტს დაწყებით კლასების მასწავლებლებმა მაყვალა მანწკავამ პროექტის - ,,შავი ზღვის ბინადრები’’ - განხორციელების ფარგლებში IV კლასის მოსწავლეები წაიყვანა ბათუმის აკვარიუმში. აკვარიუმში მოსწავლეებმა დაათვალიერეს მტკნარი წყლის, შავი ზღვისა და ოკეანის ბინადრების ნაირსახეობები. მიღებული შთაბეჭდილებები დაუკავშირეს პროექტის ფარგლებში კვლევის შედეგად მიღებულ ცოდნას და გაუზიარეს ერთმანეთს. 19 მარტს პროექტის - ,,შავი ზღვის ბინადრები’’ - მოსწავლეებმა შავი ზღვის სანაპიროზე მოაწყეს აქცია ,,გადავარჩინოთ ზღვის ბინადრები’’. მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა შესაბამისი აღჭურვილობით დაასუფთავეს სანაპირო ზოლის გარკვეული ნაწილი და მოუწოდეს თანატოლებს მსგავსი ქმედებისაკენ. 23 მარტს IV კლასის მასწავლებელმა მაყვალა მანწკავამ და ქიმიის მასწავლებელმა მადონა ბილქვაძემ პროექტის ფარგლებში ჩაატარეს „წყლის დაცვის საერთაშორისო დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება. 24 მარტს პროექტის ფარგლებში მასწავლებელმა მაყვალა მანწკავამ ჩაატარა გაკვეთილი ვიდეოკოლაჟის ჩვენებით თემაზე „ გადავარჩინოთ შავი ზღვა“. პროექტის - ,,შავი ზღვის ბინადრები’’ - ფარგლებშიმოეწყო გამოფენა „გადავარჩინოთ შავი ზღვა“. პროექტის - ,,შავი ზღვის ბინადრები’’ დასასრულს მოხდა შემაჯამებელი გაკვეთილი, სადაც ბავშვებმა მიღებული ცოდნა გაუზიარეს ერთმანეთს.