მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ხათუნა ხალვაშის ფასილიტაციით დედაენის დღისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი ჩატარდა
ენის სიწმინდის დაცვას მიეძღვნა X კლასში ჩატარებული გაკვეთილი-სიმპოზიუმი „ჩემი ვეფხისტყაოსანი“. მასწავლებელ ხათუნა ხალვაშის ფასილიტაციითმოსწავლეები მსჯელობდნენ ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა: „ვეფხისტყაოსანი“ და მისი ავტორი, სიყვარული და მეგობრობა, შეუმჩნეველი პოლიტიკური ავანტიურა „ვეფხისტყაოსანში“, პერსონაჟები, ილუსტრაციები, პროლოგი და ეპილოგი, ავთანდილისა და ფატმანის ურთიერთობის ანალიზი (მართლმადიდებლურ ჭრილში), სიკეთე და ბოროტება.
ღრმა და შინაარსიანი პრეზენტაციების შემდეგ საინტერესო აღმოჩნდა აქტივობები-პრეზენტატორის შეკითხვა ექპერტს: „კითხვა, რომელიც უპასუხოდ დამრჩა“; დისკუსია „რეკომენდაცია პრეზენტატორს“ და ესე „მე რუსთაველის ქვეყნიდანა ვარ!“.
მადლობა მასწავლებელსა და მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილისთვის.
მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola