მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
მიმდინარე სასწავლო წლის 24 მაისს, სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ვარდო ხოზრევანიძემ კოლეგებს წარუდგინა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შედეგები თემაზე: ,,კლასის მართვის პრობლემები და გაუმჯობესების გზები. ’’აღნიშნული კვლევის მიზანი იყო კლასის მართვის პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენა, მის საფუძველზე შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა და გაუმჯობესების გზების ძიება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პრაქტიკული კვლევა მოიცავდა ლიტერატურის დამუშავებასა და მიმოხილვას. მეთოდოლოგიის შემუშავებისას - გამოიყენა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები: პრობლემის მოკვლევა, მონაცემების ანალიზი,ინტერვენციების დაგეგმვა, დანერგვადაშეფასება, დასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება. საკუთარი პედაგოგიური კვლევის შედეგების მიხედვით კლასის ეფექტური მართვისათვის შეიმუშავა რეკომენდაციები. მან აღნიშნა, რომ კვლევაზემუშაობა იყო ძალიან ნაყოფიერი, საინტერესოდარაც მთავარია, გამოიკვეთა შედეგი, რომელიც მიღწეული იქნა დიდი ძალისხმევისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინების შედეგად. გაიზარდ ამოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, შეიცვალა სწავლების მეთოდები, მოსწავლეთა უკუკავშირმა მასწავლებლები დააფიქრა სასწავლოპროცესის გაუმჯობესებაზე. კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის. დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი განახორციელონ საკუთარი პრაქტიკისკვლევა. თემის არჩევა მათი პრაქტიკის საჭიროებიდანმოხდება.
https://drive.google.com/file/d/1xxhRLFHS7BExBIMn33i7J5E4hsbQqGyi/view?usp=sharing
მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola