მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური

042 253400

ენის სიწმინდის დაცვისადმი მიძღვნილ კვირეული

ენის სიწმინდის დაცვისადმი მიძღვნილ კვირეული 

enis  kvireuli 2 - копия

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში მიმდინარე წლის 15, 16-სა და 17 აპრილს ენის სიწმინდის დაცვისადმი მიძღვნილ კვირეულშიმონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები:  X კლასში ჩატარდა გაკვეთილი-სიმპოზიუმი, VII-კლასელები ონლაინვიქტორინით ჩაერთვნენ პროეტში, IX კლასმა კი წარმოადგინა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია.

მოსწავლეებმა წაიკითხეს საინტერესო მოხსენებები:  „14 აპრილი - ქართულისაზოგადოებაკომუნისტურირეჟიმისწინააღმდეგ“( მიხეილკახაძე), , ენავჩემო“(მეგისურმანიძე), ქართულიენა - არამატერიალურიკულტურულიმემკვიდრეობა“(გუგა ვარშანიძე), „ენისენერგიაერისსულიერიენერგიაა“(თამარხმალაძე); ემოციური დეკლამაციით განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს გოგიტა სურმანიძემ, ანზორ ქარცივაძემ, მერი სურმანიძემ,  ჟენია ცეცხლაძემ და სხვ.

პროექტის ხელმძღვანელის, ხათუნა ხალვაშის მიერ შექმნილ ონლაინვიქტორინაში (kahoot.com; quizizz.com; learningapps.org) გამარჯვება მოიპოვეს ნინო ქარცივაძემ, მირზა სურმანიძემ და ბესო ქამაშიძემ.

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა  ისწავლეს გამომეტყველებითი კითხვის ნიუანსები,  გააანალიზეს ლიტერატურული ტექსტები, შექმნეს დახვეწილი კალიგრაფიის ნიმუშები; მიიღეს საფუძვლიანი ცოდნა მშობლიური ენის, დამწერლობის განვითარების საფეხურების შესახებ.  გააცნობიერეს რა როლს ასრულებდა მშობლიური ენა სხვადასხვა ეპოქაში, ჩამოაყალიბეს თვალსაზრისი, დაწერეს ჩანახატები, ესეები, საკონფერენციო მოხსენებები,  იპაექრეს ინტერნეტსივრცეში.

სასარგებლო ბმულები

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური

მობ: (0422) 25 34 00

ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge

Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola

მინი ფოტო გალერეა

მდებარეობა რუკაზე