მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი „ეტალონი-2019’’
2019 წლის 6 მაისს, საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი „ეტალონი-2019’’, გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ბათუმის N25 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც "ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ღონისძიებას საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მადონა დავითაძე, განათლებისა და კულტურის სამსახურის სპეციალისტი ნარგიზ ციმნარიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. ეტალონის საუკეთესო ხუთეულში, 63 ქულით გავიდა სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე რეზო შარაშიძე.
მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola