მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - „მიმდინარე აკადემიურ შედეგებთან შედარებით შემაჯამებელ სამუშაოებში დაბალი შეფასების გამომწვევი მიზეზების კვლევა"
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა სოფიო ხოზრევანიძემ კოლეგებს წარუდგინა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შედეგები თემაზე: „მიმდინარე აკადემიურ შედეგებთან შედარებით შემაჯამებელ სამუშაოებში დაბალი შეფასების გამომწვევი მიზეზების კვლევა "
კვლევის მიზანი იყო საშუალო-საბაზო საფეხურზე შემაჯამებელი სამუშაოს შეფასებების შედარება მიმდინარე (I სემესტრის) აკადემიურ მოსწრებასთან, არსებული განსხვავებების მიზეზების დადგენა, ინტერვენციის დაგეგმვა და მიღებული შედეგების აღწერა-შედარება წინარე შედეგთან, რაც მოსწავლეთა შემაჯამებელ დავალებათა ხარისხის გაუმჯობესებას გამოიწვევდა.
ისტორიის მასწავლებელმა სოფიო ხოზრევანიძემ კვლევა განახორციელა IX კლასში, 2018-2019 სასწავლო წლის II სემესტრში და გრძელდებოდა დაახლოებით 5 თვის მანძილზე. მან ასევე მოახდინა მოსწავლეთა კითხვარით გამოკითხვა წერილობითი ფორმით IX, X და XI კლასებში (სულ 34 მოსწავლე). ყოველივე ამის საფუძველზე დაგეგმა და განახორციელა სხვადასხვა ინტერვენციები. ისტორიის მასწავლებელმა სოფიო ხოზრევანიძემ კოლეგებს გააცნო კვლევა და მისი შედეგები. მოახდინა კვლევის პრეზენტაცია, სადაც ესწრებოდნენ მოსწავლეებიც. კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების გათვალისწინებით, ასევე ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით შექმნილ დავალებებზე აგებული და დიფერენცირებული თეორიის გამოყენებით დაგეგმილი შემაჯამებელი სამუშაოები ყოველთვის იძლევა სასურველ შედეგს. შესაბამისად მაღალია მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერაქცია.
კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისათვის. ისინი ფიქრობენ აღნიშნული კვლევის ანგარიში მათ საშუალებას მისცემს პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული შედეგები.
ბლოგის მისამართი:
https://intel-sofokhozrevanidze.blogspot.com/
https://intel-sofokhozrevanidze.blogspot.com/2019/07/n2-2018-2019-1.html
მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola