მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური

042 253400

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - „დიფერენცირებული მიდგომები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების წერისას“

2018-2019 სასავლო წლის 1 ნოემბრიდან 7 ივნისამდე სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მანანა ნაცვლიშვილმა განახორციელა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე: ,,დიფერენცირებული მიდგომები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების წერისას" პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა და მისი შედეგები პედაგოგმა 12 ივნისს წარუდგინა კოლეგებს, რომლებიც დროდადრო ესწრებოდნენ სხვადასხვა საგაკვეთილო პროცესზე და ნათლად დაინახეს პრაქტიკული კვლევის შედეგები.
კვლევის მიზანი იყო დაწყებით საფეხურზე (VI კლასი) სწავლა-სწავლების პროცესში დიფერენცირებული დავალებების შედეგად წაკითხულის გაგება-გააზრების დახვეწილი უნარ-ჩვევისა და აზრის წერილობით ჩამოყალიბების სტრატეგიების დანერგვა, მეთოდების შერჩევა, ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება. პრაქტიკული კვლევა განსაზღვრული დროის მანძილზე მოიცავდა მრავალფეროვან დავალებებს, რომლებიც საშუალებას იძლეოდა წარმოჩენილიყო მოსავლეთა განსხვავებული შესაძლებლობები. მათ ჰქონდათ არჩევანის სრული თავისუფლება, ხოლო დაგეგმილმა ინტერვენციებმა, რეკომენდაციებმა და მრავალფეროვანმა სრატეგიებმა კვლევის დასაწყისში და დასრულებისას ნათელყო შედარებით მაღალი შედეგები.
პედაგოგმა აღნიშნა, რომ კვლევაზე მუშაობა იყო ნაყოფიერი, შრომატევადი, საინტერესო. გამოიკვეთა, თუ რამდენად ეფექტური იყო დიფერენცირებული დავალებების მიცემა სწავლების პროცესში და რა დამხმარე რესურსებს იყენებდა იგი მოსწავლეებთან. მოხდა მათი მოტივაციის ამაღლება. კითხვარების მეშვეობით გამოიკითხა როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები. მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ დავალებების სრულფასოვნად შესრულება მათთვის პრობლემას აღარ წარმოადგენდა და ისინი ხალისით მუშაობდნენ.
კვლევის პრეზენტაციისას მასწავლებლებმა გამოთქვეს სხვადასხვა აზრი, რაც მისაღებად და სამომავლოდ განსახორციელებლად მიიჩნიეს.

ბლოგის ლინკი: https://manananacvlisvili.blogspot.com/p/blog-page.html
https://drive.google.com/file/d/0B_n_x1e9UqJMT2JrU0czd2QzTkJLRlNadGtSeDFuS0dkaWZF/view

სასარგებლო ბმულები

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური

მობ: (0422) 25 34 00

ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge

Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola

მინი ფოტო გალერეა

მდებარეობა რუკაზე