მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
მიმდინარე სასწავლო წელს სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა თამარ დოლიძემ IVა კლასში აწარმოა კვლევა თემაზე ,,მოტივაციის დაბალ დონესთან დაკავშირებული პრობლემები“ (მშობლის როლი მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაში). კვლევაში ჩართული იყოIVა კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები.
კვლევამ მასწავლებელს საშუალება მისცა განესაზღვრა მოსწავლეთა მოტივაციის დონე, მათი მაღალი და დაბალი მოტივაციის მიზეზები.
კვლევის ფარგლებში მასწავლებელმა დასახა და განახორციელა სხვადასხვა ინტერვენცია. მათში აქტიურად ჩართო მოსწავლეთა მშობლები, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე. საშუალება მისცა მოსწავლეებსა და მშობლებს კიდევ უფრო დაახლოვებოდნენ ერთმანეთს. მშობლებს მიეცათ საშუალება აქტიურად ჩართულიყვნენ შვილების საგაკვეთილო და სასკოლო საქმიანობაში, შეეფასებინათ მათი შვილების რეალური შესაძლებლობები და დაენახათ მათი ჩართულობის დადებითი მხარეები.
ბლოგის ლინკი: https://tamunadolidze86.blogspot.com/p/blog-page.html
გვერდის ლინკი: https://drive.google.com/file/d/1SBr-LfJfz4IMe5NGget50e8G7qbzaB3X/view
მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola