მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური

042 253400

ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული პროექტი „ტრადიციების კვალდაკვალ“

2019 წლის 14-15 დეკემბერს ჩატარდა აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, ტურიზმისა და მხარეთმცოდნეობის განყოფილების მიერ დაგეგმილი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალი „ტრადიციების კვალდაკვალ", რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო საოჯახო და ინდივიდუალური შემსრულებლების ფოლკლორულ–ეთნოგრაფიული კონცერტისა და მოსწავლეთა თემატური კონფერენციის ჩატარება. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა. მათ შორის იყო სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლიზი დიდმანიძე. მისმა თემამ ,,სამკურნალო და საწესჩვეულებო შელოცვები ხიხანის ხეობაში'' ჟიურის წევრთა მოწონება დაიმსახურა და დაჯილდოვდა სიგელითა და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრით, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ვარდო ხოზრევანიძეს გადაეცა მადლობის ფურცელი.

 

festivali

სასარგებლო ბმულები

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური

მობ: (0422) 25 34 00

ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge

Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola

მინი ფოტო გალერეა

მდებარეობა რუკაზე