მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური

042 253400

,,შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, არსებობს შეზღუდული გარემო".

https://www.etaloni.ge/geo/main/index/80988

https://www.etaloni.ge/geo/main/index/81359

შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 2 დეკემბერს სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის ფარგლებში, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეეებმა გადაწყვიტეს სკოლაში განეხორციელებინათ ინიციატივა ,,შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, არსებობს შეზღუდული გარემო".

მოსწავლეებმა დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები, რომლის მიზანი იყო სასკოლო თემის ცნობიერების ამაღლება, მითებისა და სტერეოტიპების დამსხვრევა შშმ პირთა მიმართ. მოწვეულ საზოგადოებას გააცნეს პრობლემები და დაბრკოლებები, რომლებიც დგას შშმ პირების წინაშე, რა კეთდება ამ კუთხით და კიდევ რა არის გასაკეთებელი. გააკეთეს თემატური პოსტერები.

სკოლაში მოწვეული იყო სტუმარი ანა ბარათაშვილი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. "იგრძენი რომ ვვარსებობ"- ანა ბარათაშვილის შემოქმედებაა, მან გაგვიზიარა პირადი გამოცდილება. უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს.
ანამ სკოლას თავისი წიგნები გადასცა საჩუქრად, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, ანას სთხოვეს, კიდევ ერთხელ მოსულიყო სკოლაში, როცა ანას წიგნის განხილვაზე შეიკრიბებოდნენ.
ამ შეხვედრამ მოსწავლეებს ნაათლად დაანახა, რომ მართლაც არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობა. ვფიქრობ აღნიშნული აქტივობები თავის წვლილს შეიტანს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაში შშმ პირთა მიმართ.

სასარგებლო ბმულები

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური

მობ: (0422) 25 34 00

ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge

Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola

მინი ფოტო გალერეა

მდებარეობა რუკაზე