მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური

042 253400

ინტელექტუალური თამაში: რა? სად? როდის?

2023 წლის 25 თებერვალს ხელვაჩაურის N1 სკოლაში, სსიპ „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის" მიერ, პროგრამის -„ინტელექტუალურ-კულტურული პროექტების მხარდაჭერა" - ფარგლებში ჩატარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?'', სადაც 32 სკოლა იყო ჩართული. სალიბაურის №2 საჯარო სკოლიდან მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ კლუბ ,,ლამპარის'' წევრებმა: ლიზი დიდმანიძემ, ლიზა ბერძენიშვილმა, როლანდი დავითაძემ, რეზო შარაშიძემ, თორნიკე შარაშიძემ და მიხეილ კოჩალიძემ. (კლუბის მეურვე ვარდო ხოზრევანიძე.) გუნდმა ხელვაჩაურის საჯარო სკოლებს შორის გამართულ შეჯიბრებაზე დაიჭირა მესამე ადგილი. გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.
სალიბაურის №2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის გუნდს და წარმატებებს უსურვებს აჭარის პირველობაზე.

 

tamasi 1 btamashi 1 a

სასარგებლო ბმულები

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური

მობ: (0422) 25 34 00

ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge

Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola

მინი ფოტო გალერეა

მდებარეობა რუკაზე