მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
2023 წლის 21 აპრილს სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის VIII-X კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დაცვის დღესთან დაკავშირებით მოაწყეს ღონისძიება „დედამიწა ჩვენი სახლია" ღონისძიების ფარგლებში მოამზადეს პრეზენტაცია სხვადასხვა გლობალური ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე. მოსწავლეებისათვის საინტერესო აღმოჩნდა პრეზენტაცია „ჩვენი ქალაქი" სადაც განიხილეს ბათუმის ეკოლოგიური პრობლემები და მისი გამომწვევი მიზეზები. ამ ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია რადგან მოსწავლეებმა გაანალიზეს თუ რა სავალალო შედეგები მოაქვს დედამიწის გაუფრთხილებლობას. ჩვენი ჯანმრთელობისათვის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებისათვის აუცილებელია, რომ ყოველდღიურად გაუფრთხილდეთ ჩვენს დედამიწა.




მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola