მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
წინ მხიარული ზაფხული გველის
რა უცებ გაირბინა ამ ერთმა წელმა. ჩემმა პირველკლასელებმა კი ბეჯითი შრომითა და სანიმუშო ყოფაქცევით რამდენი ახალი რამ შეისწავლეს: მეგობრობა, სამშობლოს სიყვარული, ურთიერთპატივისცემა. სასწავლო წლის განმავლობაში ისინი სულ მხარში ედგნენ ერთმანეთს. მათი დევიზი იყო ,,ერთი ყველასათვის, ყველა-- ერთისათვის"!
ყველაზე ღირებული კი წერა- კითხვის დაუფლება იყო მშობლიურ ენაზე. სასწავლო წლის დასასრული სწორედ ამ თემას მიუძღვნეს პირველმა კლასელებმა. მათ წარმოადგინეს დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები, სიმღერები. გაიმართა კონკურსი გამოცანების გამოცნობაში. სახალისო იყო ინსცენირება ნ. დუმბაძის ლექსის ,,მანანა და ლალის" მიხედვით.
მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს ყველა მასწავლებელს გაწეული ამაგისათვის.
ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ბატონი სერგო ხოზრევანიძე, მასწავლებლები და მშობლებები.
დასასრულს ყველა მოსწავლეს გადაეცა სერტიფიკატი, რომელშიც მითითებული იყო მათი საუკეთესო თვისებები.
25.05.2023.
პირველი კლასის ქართული ენისა და ლიტერატური მასწავლებელი მ. ავალიანი

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola