მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური

042 253400

კონკურსი ,,სიყვარულით დანახული სამყარო''

კონკურსი ,,სიყვარულით დანახული სამყარო''


საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა ჩაატარა კონკურსი საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის, სახელწოდებით- ,,სიყვარულით დანახული სამყარო''.
კონკურსის მიზანი იყო ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებების გამოვლენა: საუკეთესო მოთხრობა, ნოველა, ესე, ლექსი.
საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ სპეციალურად შექმნილმა ჟიურმა გამოავლინა გამარჯვებული ავტორები. სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლიდან საუკეთესო ავტორებად დასახელდნენ და გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები XII კლასის მოსწავლეებს: ლიზი დიდმანიძეს, მარიამ ძნელაძეს და ლიზა ბერძენიშვილს. მოსწავლეთა ნამუშევრები დაიბეჭდა წიგნში-,,სიყვარულით დანახული სამყარო'', ხოლო სკოლას გადაეცა მადლობის ფურცელი.
სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ვულოცავთ მე-12 კლასის მოსწავლეებს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ შემოქმედებით გზაზე.

SAMYARO 1SAMYARO 2

სასარგებლო ბმულები

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური

მობ: (0422) 25 34 00

ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge

Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola

მინი ფოტო გალერეა

მდებარეობა რუკაზე