მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
მხატვრული კითხვა მრავალთათვის მოსასმენი წმინდა ქართულის წარმოჩენაა. მიმდინარე სასწავლო წლის 5 მარტს სალიბაურის #2 საჯარო სკოლაში ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი სამი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით: (6-12)- დაწყებითი, (12-15) - საბაზო და (15-18) - საშუალო საფეხური. კონკურსი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, პოეზიის სიყვარულის გაღვივებას, ინტელექტუალურ ზრდა-განვითარებას, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას. ნორჩი დეკლამატორები ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს სამშობლოს სიყვარულსა და ქართული სიტყვის ლაზათის წარმოჩენაში. საკონკურსო კომისიამ ხ. ხალვაშის, მ. ნაცვლიშვილისა და ვ. ხოზრევანიძის შემადგენლობით გამოავლინა პირველი ხარისხის წარმატებული მოსწავლეები: ხათუნა ხალვაში - IV კლ. (დაწყებითი საფეხური), დიმა დიასამიძე - VIII კლ. (საბაზო საფეხური) და ლუკა ცეცხლაძე - XI კლ. (საშუალო საფეხური). სწორედ ეს მოსწავლეები წარსდგებიან სკოლის სახელით მხატვრული კითხვის კონკურსის მეორე მუნიციპალურ ტურში. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ დიპლომებით დააჯილდოვა საუკეთესო დეკლამატორები: გ. სურმანიძე, ა. ტატუნაშვილი, ლ. ნათიძე, დ. დოლიძე, ლ. დიასამიძე, ა. შაინიძე, ს. შაინიძე, ლ. ტაკიძე, გ. ბერიძე, ლ. აბაშიძე, ს. მამულაძე, ს. შარაშიძე, ს. ჯაბნიძე, მ. აბულაძე, ლ. წულუკიძე, ა. ცინცაძე, თ, ჭაღალიძე, დ. სურმანიძე. ქართული სიტყვის ჭაშნიკით გაიზრდებიან თაობები.


მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola