მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
პროექტი "ნარჩენების მართვა"
2023 წლის 6 ივნის მე-10 კლასში ჩატარდა პროექტის "ნარჩენების მართვა" შემაჯამებელი გაკვეთილი. პროექტის განხორციელება 2023 წლის თებერვალში დაიწყო და სემესტრის ბოლომდე მიმდინარეობდა. პროექტის მიზანი იყო:
რესურსუზრუნველყოფა და რაციონალური ბუნებათსარგებლობის მნიშვნელობის გააზრება;
ნარჩენების ეფექტური მართვის მნიშვნელობის გაცნობიერება;
მოსწავლეების მიერ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა განახორციელეს უამრავი საინტერესო აქტივობა. ნახეს
დოკუმენტური ფილმი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით და გამართეს დისკუსია.
განიხილეს პუბლიკაცია "პლასმასი ატლასი" (ქეისი-განხილვა), სადაც უამრავ ინფორმაციას გაეცნენ პლასმასის მავნებლობის შესახებ. მოსწავლეებმა მოინახულეს ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში არსებული მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო. მათთვის საინტერესო აღმოჩნდა საწარმოს მუშაობის პრინციპი.
მოიძიეს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია განვითარებული ქვეყნების გამოცდილების შესახებ. დაგეგმეს კვლევა საქრთველოში ნარჩენების მართვის სისტემის შესახებ. შექმნეს საინფორმაციო პროპაგანდისტული ბუკლეტი და ვიდეორგოლი. შემაჯამებელ გაკვეთილზე მოახდინეს მათი მიღებული ცოდნის პრეზენტაცია.



მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola