მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
,,შენ წიგნები შეიყვარე გულით და ისინი აგაფრენენ მაღლა!''...
2024 წლის 23 მაისს, სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #2 საჯარო სკოლის მე-5 კლასში, კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას მიეძღვნა კლასსათი თემაზე: ,,შენ წიგნები შეიყვარე გულით და ისინი აგაფრენენ მაღლა!''...
მე-5 კლასის მოსწავლეებმა გაიზიარეს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული, წაიკითხეს შერჩეული წიგნები, შეავსეს აქტივობის ბარათები და გააკეთეს პრეზენტაციები.
შეხვედრის დროს გამოიკვეთა ის აზრი, რომ ,, წიგნი არასდროს ტოვებს მკითხველს ისეთს, როგორიც მის წაკითხვამდე იყო. ყოველი კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ უფრო უკეთესი ხდები, ვიდრე იყავი...", გარდა იმისა, რომ წიგნების კითხვა ცნობიერების გაზრდაში და აზროვნების განვითარებაში გვეხმარება. მიჩნეულია, რომ კითხვა ანტისტრესულია და თავდაჯერებულობასაც გვმატებს, ასევე, იზრდება სასაუბრო ლექსიკა, უმჯობესდება კონცენტრაციის უნარი, გვხდის უფრო შემოქმედებითს... საბოლოოდ, წიგნის სიყვარული მოსწავლეს პიროვნების სწორად ჩამოყალიბებაში ეხმარება.

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola