მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური

042 253400

სკოლაში ჩატარდა კვირეული

ენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერის თვითმყოფადობის, კულტურისა და თვითშეგნების შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომ, 14 აპრილს საქართველოში აღინიშნება დედა ენის დღე, რომელიც ეძღვნება ქართული ენის დაცვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით მიმდინარე სასწავლო წლის 14 -17 აპრილს სალიბაურის #2 საჯარო სკოლაში ჩატარდა კვირეული, შემოქმედებითი, საგანმანათლებლო ღონისძიება, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებში ქართული სიტყვის ღირებულების გაცნობიერება და ენობრივი მემკვიდრეობისადმი პატივისცემის წახალისება
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრთა ინიციატივით განხორციელებულ მრავალფეროვან ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ სხვა კათედრებიც, მთელი სკოლა, სამივე საფეხურის მოსწავლეები. ლიტერატურულ კომპოზიციას კონკურსები და ვიქტორინები ენაცვლებოდა, საჩვენებელ გაკვეთილებს - მხიარული სტარტები სასწავლო გაჩერებებით, მოსწავლეთა შემოქმედებით კონფერენციას - მასწავლებელთა გამოცდილების ურთიერთგაზიარება. მოსწვლეთათვის დასამახსოვრებელი იყო სასწავლო აქტივობები: ლიტერატურული სასამართლო, როლური თამაში, პოეზიის თეატრონი, დისკუსია-დებატები, საინტერესო პრეზენტაციები, ონლაინვიქტორინები, რესურსების შექმნა, გუნდური ასპარეზობები და სხვ. „ენის დღე" კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ფასეულია ჩვენი ენა და რამდენად აუცილებელია მისი შენარჩუნება, განვითარება და ყოველდღიურ ცხოვრებაში სწორი გამოყენება.

aa kvi 1aa ko 2aa kvi 4aa kvir 6

 

სასარგებლო ბმულები

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური

მობ: (0422) 25 34 00

ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge

Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola

მინი ფოტო გალერეა

მდებარეობა რუკაზე