მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური
042 253400
info@salibauri2.edu.ge
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლის ხელოვნების კლუბმა ,,მინერვა"-მ II სემესტრშიც აქტიურად გააგრძელა მუშაობა. კლუბში გაწევრიანებული მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში. ჩატარებული ყველა აქტივობა საინტერესო, მიზანმიმართული და ნაყოფიერი იყო. კლუბის წევრებმა შექმნეს სხვადასხვა სახის ნამუშევრები: დახატეს თემატური ნახატები ქაღალდზე, შეასრულეს მონუმენტური ფერწერის ნიმუში - ნახატი კედელზე. აკრილის საღებავებით ხელოვნების კლუბის ოთახის კედლებზე მოხატეს სხვადასხვა კომპოზიციები. ფერადი ქაღალდებით დეკორატიულად გააფორმეს ხელოვნების კლუბის და სხვა საკლასო ოთახები. აკრილის საღებავებით და ფუნჯებით მოხატეს სკოლის ეზო და სკოლის ეზოში არსებული აუზის ზედაპირი (კედელი). 22 აპრილს დედამიწის დღის აღსანიშნავად საღებავებით და ფერადი ცარცებით მოხატეს სკოლის ეზოში, ნაძვების ხეივნის ქვაფენილები. კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს 1 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ბავშვთა გასართობ ღონისძიებაზე, სადაც წარმოადგინეს თემატური ნამუშევრები.
მოსწავლეებმა ნამუშევრებში შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. აქტიურად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, მუშაობის დროს შექმნილი იყო მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. ყველა აქტივობა მათთვის საინტერესო, მიმზიდველი და მიზანმიმართული იყო.
https://www.facebook.com/photo/?fbid=4533884736838355&set=pcb.4533889203504575
https://www.facebook.com/photo/?fbid=4510214409205388&set=pcb.4510236665869829
https://www.facebook.com/100006506190256/videos/pcb.4504917923068370/1362545518288684
https://www.facebook.com/photo/?fbid=4493038354256327&set=pcb.4493046867588809
https://www.facebook.com/photo/?fbid=4482780398615456&set=pcb.4482790878614408
https://www.facebook.com/photo/?fbid=4413928132167350&set=pcb.4413934422166721
https://www.facebook.com/photo/?fbid=4540224109537751&set=pcb.4540227309537431

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური
მობ: (0422) 25 34 00
ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge
Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola