მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური

042 253400

მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი კვირეული

2025 წლის 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი კვირეული. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრთა ინიციატივით განხორციელებულ მრავალფეროვან ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები. მოსწავლეთათვის დასამახსოვრებელი იყო სასწავლო აქტივობები: პოეზიის წუთები-,,ჩემი პირველი მასწავლებელი'', სურვილების დაფა-,,რას ვუსურვებ ჩემს მასწავლებელს?'', ლიტერატურული კომპოზიცია- ,,დიდი იაკობი-მასწავლებელთა მასწავლებელი'', როლური თამაში-,,მასწავლებელი მოსწავლის თვალთახედვით'', ესეების კონკურსი-,, მე რომ მასწავლებელი ვიყო'', წერილი მასწავლებელს-,,შენ მასწავლე არა მხოლოდ წიგნიდან'' და სხვა.
მასწავლებლის ეროვნული დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ პედაგოგი, მასწავლებელი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების მეგზურია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ცხოვრების გზის დასაწყისში პირველი ნაბიჯების გადადგმაში გვეხმარებიან, ფეხზე მყარად დგომას გვასწავლიან, ცოდნას გვაზიარებენ და მერე მთელი სოცოცხლე მიგვყვება მათდამი განსაკუთრებული პატივისცემა იმ დიდი ღვაწლისათვის, რომელზეც არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული.

სასარგებლო ბმულები

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური

მობ: (0422) 25 34 00

ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge

Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola

მინი ფოტო გალერეა

მდებარეობა რუკაზე