მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური

042 253400

პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის ,,მოსწავლეთა სტიპენდია''

2025 წლის 25 აგვისტოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის ,,მოსწავლეთა სტიპენდიის'' ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების დაფინანსებას ითვალისწინებს, მიმდინარე წელს 58 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. ჩვენი სკოლიდან დაჯილდოვდა გიგი ჯოყელაძე, ვალერი ძირკვაძე, ჯული ეგიზარიანი და დაჩი დიასამიძე.
პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან ამოქმედდა, რომლის მიზანი მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეების, წახალისებისა და პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის ღვაწლის დაფასებას ემსახურება.
დაჯილდოების ცერემონიას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა დიდმანიძე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელი როინ მალაყმაძე, საკრებულოს წევრები, ალექსანდრე მსხალაძის ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

aadi

სასარგებლო ბმულები

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური

მობ: (0422) 25 34 00

ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge

Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola

მინი ფოტო გალერეა

მდებარეობა რუკაზე