მიმდინარეობს ვებ გვერდის ინფორმაციით შევსება ...

სოფ. სალიბაური

042 253400

,,ჩემი თვალით დანახული საქართველო"

 

    2026 წლის 27 მარტს, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მერიის მხარდაჭერით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით, ჩატარდა თეატრალური კონკურსი ,,მოსწავლეები ,,თეატრის მსახიობები" (,,ჩემი თვალით დანახული საქართველო"), რომლის მიზანია მოსწავლეთა ინტელექტუალური და მხატვრული უნარების განვითარება, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა.
    კონკურსი თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა და მასში მონაწილეობდა 10 საჯარო სკოლა, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული;
გამარჯვებულთა შორისაა სალიბაურის #2 საჯარო სკოლის თეატრალური დასი, რომელმაც წარმოადგინა სპექტაკლი: ,,ჩვენ ვართ საქართველო''. სპექტაკლი წარმოადგენდა ალეგორიულ მოგზაურობას საქართველოს ისტორიასა და თვითმყოფადობაში. სიუჟეტი იხსნება ორი მემატიანის დიალოგით, რომლებიც ცდილობენ ჩაწვდნენ სამშობლოს არსს. მათ წინაშე ცოცხლდება თავად საქართველო (ქალი-სიმბოლო), რომელიც მათ წარსულის, აწმყოსა და მომავლის ფურცლებზე მეგზურობას სთავაზობს.
    ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თათია გორგილაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა დიდმანიძე, პროფესორი თამილა მეიშვილი, საკრებულოს წევრები, მერიის სამსხაურის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

danaxu 1danax 3danax 2

 

სასარგებლო ბმულები

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური

მობ: (0422) 25 34 00

ელ-ფოსტა :info@salibauri2.edu.ge

Facebook გვერდი: salibauris 2 sajaro skola

მინი ფოტო გალერეა

მდებარეობა რუკაზე